საქართველოსა და სინგაპურს შორის ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების რეჟიმი დაწესდება. საქართველოს პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის რატიფიცირებისთვის წარდგენილ შეთანხმებას დღეს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე, კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს.
დოკუმენტი "საქართველოს მთავრობასა და სინგაპურის რესპუბლიკის მთავრობებს შორის შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებასა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთას ითვალისწინებს.
ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ნათია მიქელაძის განცხადებით, ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვისა და ეკონომიკური კავშირების გაფართოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობაა შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან ასაცილებლად და გადასახადების გადაუხდელობის აღსაკვეთად შეთანხმებების დადება იმ ქვეყნებთან, რომელთა მიმართ საქართველოს გარკვეული ეკონომიკური ინტერესები აქვს.
"ამგვარი შეთანხმებები არეგულირებენ ხელშემკვრელი ქვეყნების იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ მეორე ქვეყანაში გაწეული საქმიანობიდან მიღებული შემოსავლების დაბეგვრის პირობებს", - განმარტა მიქელაძემ. მისი თქმით, შეთანხმების პროექტი ეფუძნება ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OEჩD) მოდელს და მასში გათვალისწინებულია ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტები.
კომიტეტის წევრებმა მიზანშეწონილად მიიჩნიეს შეთანხმების გაფორმება.