რეფერენდუმები რუსეთთან მიერთების შესახებ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში დაუყოვნებლივ უნდა იქნეს ინიცირებული. განცხადება ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ „ტვიტერში" თავის გვერზე რადიოსადგურ „ეხო მოსკვის" რედაქტორმა ალექსეი ვენედიქტოვმა გააკეთა.
„დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს რეფერენდუმების ინიცირება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთთან მიერთების შესახებ", _წერს ვენედიქტოვი.