საქართველოსა და სლოვაკეთს შორის შესაძლოა, ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების ხელშეკრულება გაფორმდეს.
ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფმა, სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიროსლავ ლაჟჩაკმა განაცხადა.
"აღნიშნულთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუმცა საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის", - განაცხადა ლაჟჩაკმა.
შეგახსენებთ, რომ მიროსლავ ლაჟჩაკი საქართველოს გუშინ ეწვია. გუშინვე ის კოლეგა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ მიიღო, დღეს კი საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრ ზურაბ პოლოლიკაშვილთან ერთად ქართულ-სლოვაკური ბიზნესფორუმი გახსნა. დღესვე სლოვაკეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად (ენერგეტიკის, მშენებლობის, ტურიზმის და სხვა სფეროებიდან 14 ბიზნესკომპანიის წარმომადგენელი) წეროვანსაც ესტუმრება, შემდეგ კი საქართველოს დატოვებს.
თბილისიდან ლაჟჩაკი სომხეთს ეწვევა.
მასალის გამოყენების პირობები