თბილისის ანძის გარეგანათების გათიშვასთან დაკავშირებით, პროკურატურაში თბილისის ხუთი გამგებელი: კრწანისის_ ხათუნა ბერძენიშვილი, ისნის_თორნიკე ხუციშვილი, ჩუღურეთის_დათო დაღელაშვილი, გლდანის_ ნოდარ სანდუხაძე და დიდუბის_ ლევან მხეიძე იკითხებიან. როგორც ჟურნალისტებთან დაკითხვის დაწყებამდე გამგებლებმა განაცხადა აღნიშნული პროცესი პოლიტიკურად მოტივირებულია.
,, მოახლოვებული ადგილობრივი თვითმართველობის წინ პროკურატურა ყველანაირად ცდილობს დაეხმაროს ხელისუფლებას და კონკურენტები თავიდან ჩამოიცილოს", _განაცხადა ჟურნალისტებთან კრწანისის გამგებელმა ხათუნა ბერძენიშვილმა.