პროკურატურაში თბილისის ხუთი გამგებელი: კრწანისის_ ხათუნა ბერძენიშვილი, ისნის_თორნიკე ხუციშვილი, ჩუღურეთის_დათო დაღელაშვილი, გლდანის_ ნოდარ სანდუხაძე და დიდუბის_ ლევან მხეიძე დაიბარეს. როგორც ჟურნალისტებთან თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი აბესაძემ განაცხადა, გამგებლების საგამოძიებო უწყებაში დაბარება თბილისის ანძის გარეგანათების გათიშვას უკავშირდება.
აბესაძის განმარტებით, პროკურატურაში გამგებლები 15:00 საათზე დაიბარეს.
,,დღეს, თბილისის ანძის გარეგანათების გათიშვის საერთოდ აბსურდულ საქმეზე უკვე მეორეჯერ დაკითხვაზე არიან დაბარებულები რაიონების გამგებლები", - განაცხადა აბესაძემ.