აფხაზმა სეპარატისტებმა განაცხადეს, რომ ისინი მხარს უჭერენ რუსეთის ქმედებებს უკრაინაში. განცხადება ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის სპიკერმა ვალერი ბგანბამ გააკეთა.
„რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება უკრაინაში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეებისა და თანამემულეების დაცვის შესახებ ხელს შეუწყობს პოლიტიკური, სოციალ-ეკონომიკური და ერთაშორისი სტაბილურობის დამყარებას, როგორც თავად ყირიმში ასევე მთელს რესპუბლიკაში",- წერენ სეპარატისტები.
მათივე ინფორმაციით, ცნობილი ხდება, რომ სეპარატისტებმა ყირიმის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს ვლადიმერ კონსტანტინოვს მხარდაჭერის წერილი გაუგზავნეს.