საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე მიიჩნევს, რომ ის 11-კილომეტრიანი უსაფრთხოების ზონა, რომელიც ვითომდა სოჭის ოლიმპიადის კონტექსტში შეიქმნა შესაძლოა დარჩეს და აღარ მოიშალოს. ამის შესახებ, მაია ფანჯიკიძემ აშშ-ში ჟურნალისტებთან განაცხადა.
,,ჩვენ დღევანდელი ამბები, რასაკვირველია, მოვუყევით ამერიკულ მხარეს, კერძოდ, ეს არის მავთულხლართების დამონტაჟების განახლება ოლიმპიადის დასრულებიდან მეორე დღესვე და ისიც აღვნიშნეთ, რომ ჩვენ ამას გარკვეულწილად ველოდით, რადგან ის 11-კილომეტრიანი უსაფრთხოების ზონა, რომელიც ვითომდა სოჭის ოლიმპიადის კონტექსტში შეიქმნა, სავარაუდოდ, შეიძლება, აღარ მოიშალოს და დარჩეს ისე, როგორც არის დღეს, რადგან დღევანდელმა მოვლენებმა კიდევ უფრო გაგვიღრმავა ის ეჭვი, რომ რუსეთი ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერამდე ბევრ პროვოკაციას გვიმზადებს. აშშ-ის ხელმძღვანელობა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს სრულად უჭერს მხარს", - განაცხადა ფანჯიკიძემ.