ფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა და ოკუპირებულ აფხაზეთში მოქმედმა რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა სერგეი კომარევცევმა შეხვედრისას „საქართველოსთან არსებული საზღვრის დაცვის საკითხებზე" ისაუბრეს. აფხაზური მედიის ინფორმაციით, კომარევცევმა ანბქვაბს გალის რაიონში არსებულ საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ინფორმაცია მიაწოდა.
„შეხვედრაზე საუბარი სხვა საკითხებსაც შეეხო, რომლებიც აფხაზეთში რუსი მესაზღვრეების საქმიანობასთან არის დაკავშირებული",_ იუწყება აფხაზური მედია.