ევროპის ერთა თასის 2014 წლის გათამაშებაში საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რუსეთის ნაკრები ანგარიშით 36: 10 დაამარცხა და 2014 წლის ერთა თასზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა.
საქართველოს ნაკრებმა პირველი ტაიმიანგარიშით 10:7 მოიგო.
დღევანდელი მატჩი უკრაინაში დაღუპულთა პატივსაცემად წუთიერი დუმილით დაიწყო.
სტადიონზე გულშემატკივრებს მიტანილი ჰქონდათ უკრაინის დროშები, ერთიანი საქართველოს რუკა და ბანერი წარწერით "აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა".
თამაშს ესწრებოდნენ რაგბის საერთაშორისო საბჭოს პრეზიდენტი ბერნარ ლაპასე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი და შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსი ვახტანგ კაპანაძე,
ქართველ და რუს მორაგბეებს შორის დღევანდელი მატჩის ჩათვლით 18 შეხვედრა გაიმართა. ჩვენმა მორაგბეებმა 16 მოიგეს, ერთი წააგეს და ერთი შეხვედრა ფრედ დასრულდა