დღეს, 22 თებერვარს, 17:00 საატზე, "დინამო მარენაზე" საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ევროპის ერთა თასის 2014 წლის გათამაშებაში რუსეთის ნაკრებს უმასპინძლებს.
მატჩში გამარჯვების შემთხვევაში, ქართველი მორაგბეები, მსოფლიოს უდიდესი სარაგბო ფორუმის საგზურს მოიპოვებენ.
მატჩს რაგბის საერთაშორისო საბჭოს პრეზიდენტი ბერნარ ლაპასე დაესწრება.
დღევანდელი თამაში ინგლისში 2015 წელს გასამართი მსოფლიო თასის შესარჩევი ტურნირის მეორე ეტაპიც არის.
დღემდე ქართველ და რუს მორაგბეების შორის შორის 17 მატჩი გაიმართა. ჩვენმა მორაგბეებმა 15 მოიგეს, ერთი წააგეს და ერთი შეხვედრაც ფრედ დასრულდა.