სოჭში მყოფი უკრაინული ნაკრების პრესატაშე ივან ბონდარჩუკი სიმართლესთან შეუსაბამოს უწოდებს განვრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ უკრაინული დელეგაცია ოლიმპიადას ტოვებს. ინფრმაციას ამის შესახებ „ბი-ბი-სი" ავრცელებს.
პრესატაშეს თქმით, ჯერ ჯერობით არც ერთი სპორტსმენი არ გამგზავრებულა. ამას გარდა, რომდარჩუკმა ასევე დასძინა, რომ მოთხილამურეები ოთხშაბათს საასპარეზოდ ტრავმების გამო არ გამოვიდნენ.