დღეს, სოჭის ოლიმპიადაზე 3 ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს. გიგანტურ სლალომში ალექსი ბენიაიძე და იასონ აბრამაშვილი გამოვლნენ.
დღესვე მაყურებლის წინაშე მოკლე პროგრამით წარდგება ქართველი მოციგურავე ელენე გედევანიშვილი. ის თბილისის დროით 21:00 საათზე მეთექვსმეტე ნომრად იასპარეზებს.
შეგახსენებთ, რომ პირველი ქართველი სპორტსმენი სოჭის ოლიმპიურ თამაშებზე გუშინ გამოვიდა. ნინო წიკლაური გიგანტურ სლალომში 90 მონაწილეს შორის 49-ე ადგილზე გავიდა.
მასალის გამოყენების პირობები