ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაურის ბესარიონ აპლიას ვაჟი დიაკვანი ასტიონ აპლია გულის უცაბედი გაჩერების შედეგად მოსკოვში გარდაიცვალა.
მოსკოვის საპატრიარქოში არსებული წყაროს ინფორმაციით, 31 წლის ასტიონ აპლიას ცხედარი ავტომობილში იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით, სხეულს ძალადობის კვალი არ აღენიშნება.
წყაროს ინფორმაციით, ასტიონ აპლიას გოგონა შეეძინა და მისი მეუღლე ახლადდაბადებულთან ერთად ამჟამად საავადმყოფოში იმყოფება.
ამავე დროს თავად, დიაკვანი ბოლო დღეების განმავლობაში თავის ვაჟთან ერთად იმყოფებოდა, რომელიც სხვა კლინიკაში მოთავსებული.
წყარო ასევე აცხადებს, რომ მამა ასტიონი მაშინ გარდაიცვალა, როდესაც საავადმყოფოდან ბრუნდებოდა.
მასალის გამოყენების პირობები