ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონს რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვი ორდღიანი საუშაო ვიზიტით ეწვევა. ინფორმაციას ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელევბს.
სეპარატისტების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სურკოვი, ვიზიტის ფარგლებში ე.წ. რესპუბლიკის ე.წ. ხელმძღვანელობას შეხვდება და ე.წ. სამხრეთ ოსეთის სოციალ-ეკონომიკური აღდგენის 2014 წლის გეგმაზე ისაუბრებს.
ამას გარდა, სურკოვი ცხინვალის რეგიონში რუსული ფულით მშენებარე ობიექტებსაც მოინახულებს.
მასალის გამოყენების პირობები