ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. გენერალურმა პროკურატურამ ოს სეპარატისტთა ლიდერის ე.წ. ადმინისტრაციის უფროსის ბორის ჩოჩიევის სახლის ეზოში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
საქმე აღძღულია ორი მუხლით: სახელმწიფო მოხელეზე თავდასხმის მცდელობა და იარაღის უკანონო ბრუნვა.
ოს სეპარატისტთა ლიდერი ლეონიდ თიბილოვი აღნიშნავს, რომ ამ დანაშაულის შემსრულებლები და შემკვეთები „რესპუბლიკაში სიტუაციის დესტაბილიზებას ლამობენ".
„ეს განსაკუთრებით საშიშია საპარტლამენტო არჩევნების წინ. მაშინ როდესაც საზგადოების კონსოლიდირებაა აუცილებელი. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მომავალში ასეთი რამ არ დავუშვათ",- განაცხადა თიბილოვმა.