დღეს, 16 მარტს, "საქართველოს ბანკსა" და "სოკარ ენერჯი ჯორჯიას" შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.
ღონისძიება სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" რამდენიმე წუთში დაიწყება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" "საქართველოს ბანკიდან" აცნობეს, ხელმოწერას საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი ალეკო ხეთაგური, "სოკარ ენერჯი ჯორჯიას" გენერალური დირექტორი მაჰირ მამედოვი, შპს. "სოკარ ჯორჯია გაზის" დირექტორი ანარ მამადოვი და "საქართველოს ბანკის" გენერალური დირექტორი ირაკლი გილაური დაესწრებიან.