გამთენიისას ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ბორის ჩოჩიევის სახლის ეზოში დხელყუმბარა ააფეთქეს.
ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი საინფორმაციო წყაროები ავრცელებენ. ოსური მედიის ინფორმაციით, აფეთქებას სერიოზული ნგრევა არ მოჰყოლია და არავინ დაშავებულა.
მომხდართან დაკავშირებით დე ფაქტო პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა უკვე შეკრიბა ე.წ. უშიშროების საბჭოს წევრები და საგამოძიებო ორგანოებს, აფეთქების გამოძიების მიზნით, სპეციალური ჯგუფის შექმნა დაავალა.