ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროში ჩინელების დელეგაციისათვის მიღება გაიმართა. სტუმრები აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიაჩელავ ჩირიკბამ მიიღო. აფხაზური მხარე აღნიშნავს, რომ შეხვედრას ჩინეთში აფხაზეთის ე.წ. საპატიო კონსული ვინმე გე ჩჟილი ესწრებოდა.
შეხვედრაზე, აფხაზური მხარის ინფორმაციით, ვიაჩესლავ ჩირიკბამ აფხაზეთსა და ჩინეთს შორის თანამშრომლობის იმედი გამოთქვა.
"იმედს ვიტოვებთ, რომ ის ურთიერთობები, რომლებსაც ახლა ეყრება საფუძველი ჩვენი კონსულის ძალისხმევით კიდევ უფრო გარღმავდება და კარგი საფუძველი გახდება ჩვენს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის", _ განაცხადა ჩირიკბამ.
აფხაზური მხარის ინფორმაციით, ჩინელმა ბიზნესმენებმა აღნიშნეს, რომ აფხაზეთში არსებული შესანიშნავი ბუნებრივი პირობები ტურიზმისა და სოფლიო მეურნეობის სფეროს ფართო განვითარების საშუალებას იძლევა.
ჩინელი ბიზნესმები ასევე დაინტერესდდნენ ჩაის წარმოებით. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ორმხრივ თანამშრომლობას კულტურისა და სპორტის სფეროებში.
მასალის გამოყენების პირობები