ოკუპირებულ ცხინვალში მოქმედმა ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ „ვოსხოდ"-მა აქცია ჩაატარა და ცხინვალში არსებული სავაჭრო ობიექტებიდან საქართველოში წარმოებული და შესაბამისად იქ რეალიზაციისათვის აკძალული პროდუქცია ამოიღო. ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ინფორმაციით, ქალაქში მდებარე სავაჭრო ცენტრებიდან ამოღებულია ლიმონათებისა და მინერალური წყლების პარტიები რომლებიც საქართველოში არის წარმოებული.
სეპარატისტები იუწყებიან, რომ ამგვარი აქციების ჩატარება ცხინვალში გაგრძელდება და მიზეზად ასახელებენ იმას, რომ საქართველოსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის თავდაუსხმელობის ხელშეკრულება ჯერაც გაფორმებული არ არის.
„ჩვენ ვერ ვიქნებით დარწმუნებულნი, რომ ეს პროდუქცია ჩვენთვის უსაფრთხოა, ვინაიდან იქ ჩვენდამი არამეგობრულად განწყობილი სახელმწიფოს ტერიტორიიდანაა შემოტანილი, რომლის ხელმძღვანელობაც ჯერაც უსრა აცხადებს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან თავდაუსხმელობის ხელშეკრულება გააფორმოს", - აცხადებენ სეპარატისტები.
მასალის გამოყენების პირობები