აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა ალექსანდრე ანქვაბმა ე.წ. რეპატრიაციის საკითხებზე თათბირი ჩაატარა. აფხაზური მხარის ინფორმაციით, თათბირში აფხაზეთის თითქმის მთელი ე.წ. მთავრობა მონაწილეობდა.
მათვე განცხადებით, თათბირზე სირიიდან აფხაზეთში ჩასული ე.წ. თანამემამულეების კეთილმოწყობის საკითხი განიხილებოდა. სავარაუდოდ, საგანგებო თათბირის ჩატარება იმიტომ გახდა საჭირო, რომ სირიიდან აფხაზეთში ჩასული ლტოლვილები უარს აცხადებენ სოხუმის გარეუბნებში დასახლებაზე და საცხოვრებელს ქალაქის ცენტრში მოითხოვენ. სულ ახლახანს სირიელებს სოხუმთან ახლოს საცხოვრებელი კორპუსები აუშნეს, მაგრამ ისინი, აფხაზური მხარის ინფორმაციით, „ჯერ ფიქრობენ შესახლდნენ იქ თუ არა".
თათბირზე აღნიშნა, რომ ამ მიზნებისათვის აუცილებელია სოხუმში მდებარე ერთ ერთი დაუმთავრებელი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის დასრულება, თუმცა თანხა ამისათვის მოსაძიებელია.
„რაც შეეხება რეპატრიაციის ფონდის თანხებს, მათ ხელთ არსებული ფინანსური სახსრები ამისათვის არასაკმარისია, ვინაიდან ფონდიდან სოლიდური თანხა რეპატრიანტების ოჯახების ქირასა და მათთვის დახმარების გადახდაზე მიდის", _ იუწყება აფხაზური მხარე.