სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ და იგი ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე მამარდაშვილის ნაწილში გაამართლა.
სასამართლომდე ბაჩო ახალაიას ადვოკატები აცხადებდნენ, რომ საჩივარში არ არსებობს მტკიცებულება, რომლის მიხედვითაც უნდა დაკმაყოფილდეს პროკურატურის მოთხოვნა.
საჩივარი ეხებოდა ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის პლატონ მამარდაშვილის ციხიდან უკანონო გაყვანის ეპიზოდს.
ციხის ბუნტის საქმეზე ახალაია საქალაქო სასამართალომ მხოლოდ მამარდაშვილის ნაწილში გაამართლა, დანარჩენ ნაწილებში კი იგი დამნაშავედ ცნო და სამი წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
2013 წლის 3 ნოემბერს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ახალაია შეიწყალა. პროკურატურამ კი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ის ნაწილი, სადაც ახალაია გამართლდა.