2013 წელს სამხრეთ ფედერალური ოლქის რუსული სამხედრო ბაზის დაახლოებით 100-მა სამხედრომ ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო იპოთეკის პროგრამის ფარგლებში საკუთრებაში საცხოვრებელი ბინები შეიძინა.
ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხრეთის ფედრალური ოლქის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, 2012 წელთან შედარებით სამხედროთა რაოდენობა, რომლებიც ბინებს საკუთრებაში ფლობენ სამჯერ გაიზარდა.
სამხედროთა შორის ყველაზე დიდი პოპულარობით კრასნოდარის მხარე, ასევე როსტოვისა და ვოლგოგრადის ოლქები სარგებლობს.