2010 წლის თებერვალში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 61.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 9.4 მლნ აშშ დოლარით, ანუ 17.9 პროცენტით მეტია 2009 წლის თებერვლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ამ პერიოდში ფულადი გზავნილების მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა რუსეთიდან (5.6 მლნ აშშ დოლარით), საბერძნეთიდან (1.2 მლნ აშშ დოლარით), უკრაინიდან (0.8 მლნ აშშ დოლარით), აგრეთვე ზოგიერთი სხვა ქვეყნიდან.
უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 88.1 პროცენტი იმ 7 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ თებერვალში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 7 ქვეყანაზე გასული წლის თებერვალში მთელი ფულადი გზავნილების 87.3 პროცენტი მოდიოდა.
2010 წლის თებერვალში საქართველოდან საზღვარგარეთ 5.6 მლნ აშშ დოლარი გადაიგზავნა, ნაცვლად 5.5 მლნ აშშ დოლარისა გასული წლის თებერვალში.