სოხუმთან ახლოს, გულრიფშის რაიონში სოფელ მაჭარაში სირიიდან ჩამოსახლებულთათვის ორი 16- ბინიანი კორპუსი ააშენეს. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, სირიიდან ჩასულებს უკვე აცნობეს, რომ ისინი შეიძლება სახლებში შესახლდნენ, თუმცა მათ შესახლების შესახებ გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ. მათ სოხუმის ცენტრში ცხოვრება სურთ. აფხაზური მხარე აღნიშნავს, რომ სახლები ცენტრალური ტრასიდან 500 მეტრის დაშორებითაა აშენებული.
„სახელმწიფო ყველას სოხუმის ცენტრში ვერ დაასახლებს", - წერს აფხაზური მხარე.
მასალის გამოყენების პირობები