სოჭის ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს ოთხი სპორტსმენი - სამი მოთხილამურე ნინო წიკლაური, იასონ აბრამიშვილი, ელენე ბენიაიძე და მოციგურავე ელენე გედევანიშვილი წარმოადგენს, რომელიც სოჭში 14 თებერვალს ჩავა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს 16-კაციან დელეგაციას ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი მამუკა ხაბარელი ხელმძღვანელობს.
დელეგაციის შემადგენლობაში შედიან ოლიმპიური კომიტეტის გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი და ვიცე-პრეზიდენტი მამუკა ხაბარელი.
ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე ლერი ხაბელოვი ოლიმპიადის განმავლობაში რუსეთის ფედერაციის სპორტის მინისტრს შეხვდება.
რიგით 22-ე სოჭის ოლიმპიადა 7 თებერვალს, თბილისის დროით, 20 საათსა და 14 წუთზე დაიწყება.