საქართველოს ფინანასთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა და სახელმწიფო
რწმუნებულმა გუბერნატორმა დავით კირკიტაძემ ბოლნისის რაიონში საგადასახადო ინსპექციის ახალი შენობა გახსნეს.
მოგვიანებით კი მინისტრმა და მხარის პირველმა პირმა მარნეულის რაიონის გამგეობის სხდომათა დარბაზში რაიონების გამგებლებთან შეხვედრა გამართეს, რომელზეც არაერთი მნიშვენელოვანი საკითხი განიხილეს. მინისტრმა გამგებლებისგან, რაიონების ადგილობრივი ბიუჯეტის დაგეგმარებისა და პრიორიტეტების შესახებ ინფორმაცია მოისმინა. ბაინდურაშვილმა ქვემო ქართლში შექმნილი ვითარება და დღევანდელი შეხვედრა დადებითად შეაფასა.