ინდოეთში რაჯასტანის შტატში ხიდიდან ავტობუსი გადავარდა, რომელსაც პედაგოგიური სტუდენტები გადაჰყავდა. კატასტროფამ 27 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
ავტობუსი თავდაპირველად ხიდზე მდგარ ავტომობილს შეეჯახა და 20 მეტრის სიმაღლიდან მდინარეში ჩავარდა. ადგილზე 21 ადამიანის გარდაიცვალა, დანარჩენი 6 კი საავადმყოფოში. ყველა დანარჩენი მგზავრი დაშავებულია.
ავარიის მიზეზი სავარაუდოდ ნისლი და ავტობუსის გადაჭარბებული სიჩქარე გახდა.