აჭარის მთავრობა მიმდინარე წელს შრომის ბაზრის შესწავლას გეგმავს. როგორც აჭარის მთავრობის ხელმძღვანელი არჩილ ხაბაძე განმარტავს, სწორედ ბაზრის შესწავლის შემდეგ დაიდება კონკრეტული ინფორმაცია, თუ რეგიონში რომელი პროფესიის მქონე ადამიანებზეა მოთხოვნა.
„სხვათა შორის, აქტიურად ვმუშაობთ ამ მიმართულებით. წელს ვაპირებთ, შევისწავლოთ შრომის ბაზარი და გვეცოდინება, რა პროფესიის კადრებზეა მოთხოვნა, რათა შესაბამისი პროგრამები განვახორციელოთ. აქტიურად მუშაობს დასაქმების სააგენტოც, რომლის მონაცემთა ბაზის მიხედვით, 2013 წელს დარეგისტრირდა სამუშაოს მაძიებელი 4 689 მოქალაქე, სააგენტოს დახმარებით სულ 2228 მოქალაქე დასაქმდა"- განაცხადა ხაბაძემ.