ოს სეპარატისტთა ლიდერი ლეონიდ თიბილოვი რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სოჭის ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის საზეიმო ცერემონიალზე დაპატიჟა. ოსური მედია იუწყება, რომ სეპარატისტთა ლიდერი ასევე მიწვეულია და პირადად დაესწრება რუსეთის პრეზიდენტის მიერ გამართულ ოფიციალურ მიღებას, რომელიც 40 ზე მეტი უცხო სახელმწიფოს მეთაურის პატივსაცემად გაიმართება.
„პრეზიდენტი პირადად დაესწრება სოჭის ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნას და ასევე მონაწილეობას მიიღებს ყველა სხვა ღონისძიებაში", _ აცხადებს ოს სეპარატისტთა ლიდერის პრესმდივანი განა იანოვსკაია.
ოს სეპარატისტთა ლიდერის გარდა, სოჭის ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნას ასევე დაესწრება აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი ალექსანდრე ანქვაბი და სეპარატისტთა დელეგაცია.