სოჭის ოლიმპიურ თამაშებზე ნოდარ ქუმარიტაშვილის ხსოვნას პატივს მიაგებენ. ამის შესახებ, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა განაცხადა.
შგახსენებთ, რომ ქართველმა მოციგავემ და ოლიმპიური ნაკრების წევრმა ნოდარ ქუმარიტაშვილმა 2010 წლის 12 თებერვალს ოლიმპიური თამაშების გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე ოლიმპიურ ტრასაზე ერთ-ერთი ბოლო სავარჯიშო დაშვების დროს მართვა დაკარგა და ციგა ტრასის ბორტს შეეჯახა.
21 წლის ქართველი სპორტსმენი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.