სოჭში საქართველოს დელეგაციის ნაწილი უკვე გაემგზავრა. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან ოლიმპიური კომიტეტის გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი და ვიცე-პრეზიდენტი მამუკა ხაბარელი.
თბილისი-სოჭის მიმართულებით ჩარტერულ რეისებს ოლიმპიადის განმავლობაში ავიაკომპანია "აირზენა" კვირაში ორჯერ შეასრულებს. 6 თებერვალს სოჭს უკვე სპორტსმენები ესტუმრებიან.
ოლიმპიადაში საქართველოს სახელით 3 მოთხილამურე და ერთი მოციგურავე იასპარეზებს. ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე ლერი ხაბელოვი ოლიმპიადის განმავლობაში რუსეთის ფედერაციის სპორტის მინისტრს შეხვედება.
რიგით 22-ე სოჭის ოლიმპიადა 7 თებერვალს, თბილისის დროით, 20 საათსა და 15 წუთზე დაიწყება.