2013 წლის 9 თვის მონაცემებით, აჭარაში ინვესტიციების მოცულობა 25 %-ითაა გაზრდილი. როგორც აჭარის მთავრობის მეთაური არჩილ ხაბაძე განმარტავს, რეგიონში განხორციელებული კერძო პირდაპირი ინვესტიციების წლიურ მონაცემებზე მუშაობა ამ დროისათვის მიმდინარეობს.
„2013 წლის 9 თვის განმავლობაში განხორციელდა 122,4 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია, რაც 25%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ინვესტიციების უმეტესი ნაწილი ხორციელდება მშენებლობისა და ტურიზმის დარგებში, მათ შორის, 50 მლნ აშშ დოლარი - ტურიზმის დარგში, 55 მლნ აშშ დოლარი კი - მშენებლობის დარგში"- აცხადებს ხაბაძე.
მასალის გამოყენების პირობები