ე.წ. სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ე.წ. წარმომადგენელმა იტალიაში მაურო მურჯამ იტალიური მედიისათვის შეტყობინება გააგზავნა, რომელიც დაკავშირებულია იტალიისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროების რექციასთან ცხინვალსა და იტალიის ქალაქ ლანუზეას შორის თანამშრომლობის ხელშეკრულების გაფორმებასთან. ინფორმაციას ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს.
გავრცელებულ ინფორმაციაში, სეპარატისტებს მურჯას გვზავნილი მოჰყავთ.
„უკვე რამდენიმე თვეა საქართველოს წარმომადგენლობას იტალიაში შოკისმომგვრელი და ქედმაღლური ჯიუტობა ახასიათებს. სწორედ ამ სიჯიუტის გამო იბლოკება ყველა ინიციატივა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მიმართ წარმოიშვება.
ქართველებმა უნდა გაიგონ, რომ იტალია - ეს მათ მიერ კონტროლირებადი დასახლება არ არის. სარდინიას კი ისეთი ისტორია და ტრადიციები აქვს, რომლებიც ვერ ითბენენ ვერც ქედმაღლობა და ვერც ჩარევას.
ლანუზეის მცხოვრებლები, სამხრეთ ოსეთთან მეგობრობის ასოციაცია ადასტურებს, რომ შესაძლებელია არა ომის გზით არამედ სხვა გზით სიარული. სტალინი ყველაზე „სახელგანთქმული" ქართველი დიდი ხნის წინ მოკვდა, ასევე წავიდნენ მისი მსგავსი სამშობლოს დამცველებიც", _ ნათქვამია მიმართვაში.
მასალის გამოყენების პირობები