ბაკურიანში ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელობის მუზეუმი და საციგაო ტრასა აშენდება. ინფორმაცია ამის შესახებ დაღუპული ქართველი სპორტსმენის ოჯახს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა მიაწოდა.
ლერი ხაბელოვი კომიტეტის წევრებთან ერთად ბაკურიანში ჩავიდა. მან საქართველოს ოლიმპიური ნაკრების ფორმა ქუმარიტაშვილის ოჯახს გადასცა.
ასევე, ნაკრების ეკიპირება მიიღო დამსახურებულმა ქართველმა სპორტსმენმა, 4 ოლიმპიური თამაშების მონაწილემ, თხილამურებით ტრამპლინიდან ხტომაში საბჭოთა კავშირის 7-გზის ჩემპიონმა, 80 წლის კობა წაქაძემ.
,,როგორც ჩვენი გუნდის წევრს ახლობლებს ეს ფორმა გადავეცით და გვინდოდა აღგვენიშნა, რომ ჩვენ ყველას გვახსოვს ეს დიდი ტრაგედია და გვინდა, რომ ოჯახს როგორმე შევუმსუბუქოთ ეს მძიმე ტვირთი", - განაცხადა ხაბელოვმა.
შეგახსენებთ, რომ მოციგავე ნოდარ ქუმარიტაშვილი 2010 წლის ვანკუვერის ოლიმპიადაზე საცდელი დაშვების შემდეგ დაიღუპა.