სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურში ტელეკომპანია "იმედის" ეთერში გასული გადაცემა "სპეციალური რეპორტაჟის" გამო შუახნის ქალის გარდაცვალების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებენ.
როგორც "033"-ში აცხადებენ, წუხელ არც ერთი პაციენტის გარდაცვალება არ დაფიქსირებულა.
სასწრაფო დამხარების სამსახურში იმასაც განმარტავენ, რომ აღნიშნული რეპორტაჟის გამო გამოძახებები არ გაზრდილა.
ომის იმიტირებული "ქრონიკის" გამო, რომელიც "იმედის" ეთერში გუშინ, 13 მარტს გავიდა, გამოძახებები არ გაზრდილა არც "033-ის" რეგიონალურ სამსახურებშიც.
მასალის გამოყენების პირობები