აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი ალექსანდრე ანქვაბი აცხადებს, რომ თავდაუსხმელობის შესახებ შეთანხმების გაფორმებას აფხაზური მხარე ჟენევის მოლაპარაკებათა პირველ საკითხად მიიჩნევს. ეს განცხადება ანქვაბმა სოხუმში ჩასულ საერთაშორისო მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარესთან გაეროს მხრიდან ანტი ტურუნენთან შეხვედრისას გააკეთა.
სეპარატისტების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ანტი ტურუნენი მიიჩნევს, რომ უახლოეს მომავალში ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებასთან დაკავშირებით შესაძლოა პროგრესი დაფიქსირდეს.
ამასთან ერთად, თანათავმჯდომარემ გაეროს მხრიდან ასევე აღნიშნა, რომ გაერო კმაყოფილია აფხაზური დელეგაციის აქტიური მონაწილეობით მოლაპარაკებებში.
მან ასევე აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში მოლაპარაკებებზე ევროკავშირი და ეუთო ახალი თანათავმჯდომარეებით წარსდგებიან.
მასალის გამოყენების პირობები