26 მაისის მოვლენებზე საქალაქო სასამართლოში ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის პროცესი გაიმართება.
პროცესი 11:00 საათზე განახლდება სადაც პროკურატურა გეგმავს, რომ ნონა გაფრინდაშვილი, კახა კუკავა და გია ბურჯანაძე დაიკითხოს.
დაცვის მხარის განმარტებით, შესაძლოა, 26 მაისს გარკვეულმა პოლიციელებმა უფლებამოსილებას გადააჭარბეს, თუმცა ეს შსს დანაშაულს არ ნიშნავს.
შს ყოფილ მინისტრს ვანო მერაბიშვილს ბრალად ედება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, რაც სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.