შსს სასაზღვრო პოლიციის N1 სამმართველოს (ბათუმი) ტერიტორიაზე, N1 სასაზღვრო სექტორის (სარფი) დასაცავმონაკვეთზე, სასაზღვრო განწესმა, საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს დასავლეთის საგამოძიებო განყოფილების თანამშრომლებთან ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულად დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე: მანუჩარ ნ. და ელგუჯა თ.
სასაზღვრო-საკონტროლო გამტარპუნქტის გვერდის ავლით უკანონოდ ჯგუფურად ცდილობდნენ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამმართლის კოდექსის 19,344-ე მუხლის II ნაწილის „ა" ქვეპუნქტით.