საქართველოსა და ბელორუსიას შორის სოფლის მეურნეობის დარგში ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.
სახელმწიფო კანცელარიაში ხელშეკრულებას ხელი საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბაკურ კვეზერელმა და ბელორუსიის სოფლი მეურნოების მინისტრმა სეიმიონ შაპირამ მოაწერა.
როგორც ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ბაკურ კვეზერელმა განაცხადა, ხელშეკრულების ფარგლებში ბელორუსში ქართული ღვინო-მასალის ექსპორტი განხორციელდება, ხოლო ბელორუსიდან რძის პროდუქტებს შემოტანა მოხდება.
სიმიონ შაპირა, კი თბილისში ორდღიანი ვიზიტით კმაყოფილია.
"აღნიშნული შეთანხმება საქართველო-ბელორუს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას შეუწყობს ხელს", - აღნიშნა შაპირამ.