დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა და სავაჭრო პალატამ თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გააფორმა.
სახელმწიფო კანცელარიაში დღეს, დოკუმენტს დიასპორის საკითხებში მინისტრმა პაპუნა დავითაიამ და სავაჭრო პალატის თავმჯდომარემ ჯემალ ინაიშვილმა ხელი მოაწერა.
"ჩვენი ერთ-ერთი მათავარი პრიორიტეტი ქართულ ეკონომიკაში დიასპორის პოტენციალის ჩართვაა. ჩვენ ბვერი წარმატებული ქართველი ბიზნესმენი გყავს საზღვარგარეთ, რომლებსაც ადგილობრივ ბიზნეს წრეებთან კარგი ურთიერთობა აქვთ", - აღნიშნა დავითაიამ.
მემორანდუმი, რომელიც დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა შეიმუშავა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრების ქართველი ბიზნესმენების მოზიდვას და მათ ეკონომიკურ პროცესში ჩართვას ითვალისწინებს. საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი ბიზნესმენები პარალელურად საქართველოს სავაჭრო პალატაში გაწევრიანდებიან.