საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და "ბრუკლინ ნეთსის" ფორვარდი, თორნიკე შენგელია "ჩიკაგო ბულსში" გადავიდა. ნბა-ს გუნდებს შორის შეთანხმება მიღწეულია, ამის თობაზე უკვე გამოაცხადეს ამერიკის წამყვანმა სააგენტოებმა, ოფიციალურად კი გაცვლა მომავალი კვირის დასაწყისში განხორციელდება.
როგორც საქართველოს კალათბურთი ფედერაციის ვებ-გვერდზეა აღნიშნული, შენგელია "ჩიკაგოს" ახალგაზრდა გამთმაშებელ მარკიზ თიგში გაცვალეს. ორივე კალათბურთლი 2012 წლის დრაფტზე აიყვანეს, თუმც შენგელიასგან განსხვავებით, თიგი პირველ რაუნდში, 29-ე ნომრად აიყვანა "ბულსმა".
მარკიზ თიგი "ატლანტა ჰოუქსის" ძირითდი გამთამაშებლის, ჯეფ თიგის უმცროსი ძმაა, თუმცა მისი მარიფათი ვერ გამოჰყვა. მარკიზმა მიმდინარე სეზონის 12 მატჩში მიიღო მონაწილეობა და თამაშიდან განხორციელებული 66 სროლიდან მხოლოდ 16 ჩააგდო. მან ვერ ისარგებლა შემთხვევით და დერიკ როუის დაშავების შემდეგ მოედანზე რამდენჯერმა ხანგრძლივად გაყვანილმა, ღირებული ვერაფერი გააკეთა.
„ახლა ყველაზე მთავარი ისაა, თუ როგორი კონკურეცია დახვდება თორნიკეს "ჩიკაგოში". ფაქტი, რომ ჩიკაგოელებს იმდენი ვარსკვლავი არ ჰყავთ, რამდენიც "ბრუკლინს" და შესაბამისად, ამბიციაც მოკრძალებული გააჩნიათ, შენგელიასთვის კარგია. მძიმე ფორვარდის პოზიციაზე "ჩიკაგოს" ძირითდში გამოცდილი კარლოს ბუზერი თამაშობს, მის შემცვლელეად კი თადარიგში საკმაოდ კარგი მეფარე, ტაჯ გიბსონია, რომელსაც უფრო ცენტრობაზე აქვს მიდრეკილება. ჩიკაგოელებმა 2013 წლის დრაფტზე მე-19 ნომრად აიყვანეს ფორვარდ-ცენტრი ერიკ მერფი, რომელიც მიმდინარე სეზონში მოედანზე სიმბოლური დროით გადის. არაა გამორიცხული, შენგელია მსუბუქ ფორვარდად ათამაშონ, სადაც კონკურენცია გაცილებით ნაკლებია, რადგან მაიკ დანლივი და ჯიმი ბატლერი დიდად გამორჩულები ვერ არიან.
ჩიკაგოელებს დამტვრეული ჰყავთ ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო გამთამაშებელი დერიკ როუზი, რომელიც სეზონის ბოლომდე ვერ ითამაშებს. "ბულსი" უფრო მომავალზე აკეთებს აქცენტს, რამდენიმე დღის წინ გუნდიდან მთავარი მექულე ლუოლ დენგი გაუშვეს, მის სანაცვლოდ მოყვანილ ბუმბერაზ ცენტრ ენდრიუ ბაინამს კი კონტრაქტი საკომპენსაციო თანხის სანაცვლოდ გაუწყვიტეს და სამომავლო სახელფასო ფონდში თანხები გვარიანად გამოინთვისუფლეს"- აღნიშნული ფედერაციის საიტზე.
ჩიკაგომ დღეს, გამთენიისას "ფილადელფია" 103:78 გაანადგურა, მარკიზ თიგი განაცხადში იყო, თუმცა მოედანზე არ გასულა. შენგელიას "ჩიკაგოში" დებიუტს მომავალი კვირის შუაში უნდა ველოდოთ.