ოს სეპარატისტთა ლიდერმა ლეონიდ თიბილოვმა განაცხადა, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. მთავრობა გადაყენებულია. აღნიშნული განცხადება დღეს დილით გამართულ თათბირზე გააკეთა.
მისი თქმით, „წელიწადნახევრის განმავლობაში მთავრობამ ვერ შეძლო მის წინაშე დაყენებულ ამოცანებთან გამკლავება, რომლებიც რესპუბლიკის სოციალ-ეკონომიკური აღდგენის პროცესთან იყო დაკავშირებული და მან კონსოლიდირება ვერ შეძლო",_ განაცხადა თიბილოვმა.
მისივე ე.წ. ბრძანების თანახმად ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. მინისტრთა კაბინეტის ხელმძღვანელის თანამდებობას დომენტი კულუმბეკოვი შეასრულებს.