დღეს, 13 მარტს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა დავით კირკიტაძემ და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბაკურ კვეზერელმა გარდაბნის რაიონში ფერმერთა მომსახურების ცენტრი გახსნეს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციიდან აცნიობეს, სერვის ცენტრში ყველა საჭირო ტექნიკაა შეყვანილი, რომელიც ფერმერებს მიწის დასამუშავებლად გამოადგებათ. მათ ტრაქტორებითა და სხვა ტექნიკით მუშაობა საჭიროებისა და სურვილისამებრ შეეძლებათ.
სერვისცენტრის გახსნას დღეს სხვა სტუმრებთან ერთად გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზვიად ეპიტაშვილი და ადგილობრივი მაცხოვრებლებიც დაესწრნენ.