ოკუპირებულ აფხაზეთში უნგრეთის მიერ ნეიტრალური პასპორტების აღიარებას „გაკვირვებით" შეხვდდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზეთს ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მათი განცხადებით, უნგრეთის მთავრობის ქმედებები სამხრეთ კავკასიაში განვითარებული პოლიტიკური პროცესების ლოგიკაში არ ჯდება.
„თავად საქართველოშიც კი უმაღლესი ოფიციალური პირებისგან ვლინდება სკეპტიკიური დამოკიდებულება ამ ე.წ. ნეიტრალური პასპორტების მიმართ. ევროკავშირის ოფიციალური დოკუმენტების მიხედვიუთ, კერძოდ, „ევროპული სამეზობლო პოლიტიკის" იმპლემენტაციის პროგრესზე შესახებ გაკეთებულ ანგარიშში დაფიქსირებულია, რომ „ნეირალური პასპორტებით" ორი წლის მოქმედების განმავლობაში „მცირე რაოდენობის ადამიანები დაინტერესდდნენ" - რაც ამ პოლიტიკის ჩავარდნის დამადასტურებელია", - ნათქვამია სეპარატისტების მიერ გავრცელებულ განცხადებაში და იქვე აღნიშნულია, რომ აფხაზეთის პოზიცია ნეიტრალურ პასპორტებთან მიმართებაში „უცვლელია" და მდგომარეობს იმაში, რომ ეს დოკუმენტები სეპარატისტებისათვის მიუღებელია.
„ყველაზე მთავარი არის ის, რომ მიუხედავად ბევრი შეღავათის დაპირებისა, ჩვენმა მოქალაქეებმა კატეგორიულად უერყვეს ე.წ. ნეიტრალური პასპორტები", _ წერენ სეპარატისტები და აღნიშნავენ, რომ დღეს საერთაშორისო ურთიერთობებიდან აფხაზეთის მოქალაქეების ჩაკეტვა ეს - „დროის საწინააღმდეგოდ სირბილია".
„აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უნგრეთის გადაწყვეტილებას „არალოგიკურს" და „დროის მოთხოვნას აცილებულს" უწოდებს.
მასალის გამოყენების პირობები