15 მარტს, 13:00 საათზე, საქართველოს მომხმრებელთა ფედერაცია (თავმჯდომარე: მ. კოიძე) და საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება (თავმჯდომარე: ი. პეტრიაშვილი) საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ოფისში (ვაჟა-ფშაველას გამზირი 1/43) "მომხმარებელთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით" აწყობენ ერთობლივ პრესკონფერენციას.
პრესკონფერეციაზე ყურადღება გამახვილდება მომხმარებელთა უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ. წარმოდგენილი იქნება მომხმარებელთა უფლებების დაცვის კვირეულში გამოვლენილი დარღვევების ფაქტები და ამოღებული უხარისხო პროდუქცია.