ე.წ. სამხრეთ ოსეთისათვის რუსეთის ეკონომიკის სამინისტროს მიერ ელექტროენერგიაზე ფასის დაკლების გამო რუსეთის ენერგოკომპანიები უკმაყოფილებას გამოხატავენ. წერს „კომერსანტი".
ამგვარი შეღავათი ამჟამად მოქმედებს ყველაზე პრობლემურ რეგიონებზე - ტუვაზე, დაღესტანზე, ინგუშეთზე, ყაბარდო-ბალყარეთზე, ყარაჩაი -ჩერქეზეთზე, ჩეჩნეთზე და ჩრდილოეთ ოსეთზე.
„მაგრამ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც რეგულირებადი შეთანხმებები არა მხოლოდ რუსეთის რეგიონებზე არამედ ექსპორტზე ვრცელდება",_ აცხადებს არაკომერციული პარტნიორობის „ენერგიის მწარმოებელთა საბჭოს ხელმძღვანელი იგორ მირონოვი.
„ამ ცვლილებებით უკმაყოფილონი არიან ასევე ის კომპანიები, რომლებიც იძულებულნი არიან მოგების ნაწილი დაკარგონ. რეგულირებადი შეთანხმებების რაოდენობის გაზრდის გამო თავისუფალ ფასებში გაყიდვადი ელექტროენერგიის წილი შემცირდება და შესაბამისად შემცირდება გენერალური კომპანიის მოგების ნორმა", _ აცხადებს იგორ სმირნოვი.