„სამხრეთ ოსეთის მიერთება რუსეთთან, ვიდრე ვლადიმერ პუტინი ცოცხალია - არ მოხდება", _ აცხადებს რუსი პოლიტოლოგი ევგენი კრუტიკოვი და ამ ინიციატივას სიცრუესა და დივერსიას უწოდებს.
მისივე თქმით, „მთელი ამ ინიციატივის ინიციატორებმა თავადაც ზუსტად იციან, რომ ეს არ მოხდება ვიდრე ვლადიმერ პუტინი ცოცხალია. ვინაიდან დამოუკიდებლობაჩამორთმეული სამხრეთ ოსეთი (და არ აქვს მინიშვნელობა ვის სასარგებლოდ იქნება ეს დამოუკიდებლობა ჩამორთმეული - საქართველოს თუ რუსეთის სასარგებლოდ) მოსკოვისათვის სახის სრულიად დაკარგვის მანიშნებელი იქნება", _ აცხადებს ექსპერტი თუმცა იმის კომენტირებას არ ახდენს თუ ვისთვის ან რისთვის იყო საჭირო ამ თემის წინ წამოწევა.
მასალის გამოყენების პირობები