ხვალ, 13 მარტს 10:30 საათზე, სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი და ქვემო ქართლში პრეზიდენტის რწმუნებული დავით კირკიტაძე გარდაბანში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის სერვისცენტრს გახსნიან. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს.
მათი განცხადებით, ცენტრი აღჭურვილია იმ თანამედროვე ტექნიკით, რომლის შეძენაც იაპონური გრანტის მეშვეობით მოხდა.