აი, ყველა კითხვაზე პასუხი, - განაცხადა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ირაკლი ხინთბამ მას შემდეგ, რაც მდინარე ფსოუს საზღვარი საქონლით დატვირთულმა რამდენიმე გადამზიდავმა ავტომობილმა გადმოკვეთა.
აფხაზური მხარის ინფორმაციით, აფხაზეთის ე.წ. ეკონომიკის მინისტრმა დავიდ ირადიანმა და საბაჟო კომიტეტის ე.წ. ხელმძღვანელმა საიდ ტარკილმა აფხაზ სეპარატისტთა ლიდერს ალექსანდრე ანქვაბს „7 იანვარს დაწესებული საზღვრის გადაკვეთის განსკუთრებული რეჟიმის შემოღების შემდეგ, რუსეთის ფედერაციასთან არსებულ საზღვარზე არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს".
ტარკილმა აღნიშნა, რომ არავითარი შეზღუდვა ქვეითთა გადაადგილებაზე არ არის. ხოლო რაც შეეხება სატვირთო გადაზიდვებს, აფხაზეთის ტერიტორიაზე პირველი სატვირთო მანქანები უკვე შემოვიდა.