ნალჩიკის ცენტრში ნარკოპოლიციელებმა სპეცოპერაციის ფარგლებში ავტომობილი გააჩერეს, რომელშიც მარიხუანის დიდი პარტია აღმოჩნდა. სამართალდამცავების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილის მძღოლმა აღიარა, რომ „საქონელი" აფხაზეთიდან გადმოიტანა, იმისათვის რათა ყაბარდო-ბალყარეთში მისი რეალიზაცია მოეხდინა.
ნარკოტიკი, პატარა შეკვრებად, პოლიეთილენის პარკებში იყო დაფასოებული და სარეალიზაციოდ გამზადებული. კონკრეტულად თუ რა რაოდენობის ნარკოტოკი იქნა ამოღებული ავტონობილიდან ცნობილი არ არის. სამართალდამცავები აცხადებენ, რომ ამოღებულია მსხვილი პარტია.
ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.
მასალის გამოყენების პირობები